უნი-ქოლდი ® (UNI-COLD®)

უნი-ქოლდი ®
(UNI-COLD®)
სამკურნალო საშუალების დასახელება
უნი-ქოლდი

გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება
Paracetamol, Phenylephrine, Chlorpheniramine, Ascorbic Acid

გამოშვების ფორმა
დოზირებული ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტებში #10.
პაკეტში ფხვნილის საერთო წონაა 15 გ.

შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს:
პარაცეტამოლს _ 600.0 მგ-ს,
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს _ 10.0 მგ-ს,
ქლორფენირამინის მალეატს _ 4.0 მგ-ს,
ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა) _ 50.0 მგ-ს.
დამხმარე კომპონენტები: ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, წითელი საღებავი E124, ყვითელი საღებავი # 10, ტიტანის ორჟანგი, საქაროზა, ასკილის არომატი, სამფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ლომონმჟავა.

ათქ-კოდი RO5X

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი.
გაცივებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება C ვიტამინით

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიჰისტამინური საშუალება.სწრაფად ხსნის თავისა და კუნთების ტკივილს, სიცხეს, ყელის ტკივილის, სურდოს.

ჩვენებები
ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა და გრიპის სიმპტომების (ჰიპერტერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, შეციება და ციებ-ცხელება, ცემინება, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება) მოსახსნელად.

მიღების წესი და დოზები
მოზრდილებსა და 15 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4 სთ-ში, მაგრამ არა უმეტეს 3 პაკეტისა დღეში. მიღების წინ 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ჭიქა ცხელ, ადუღებულ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით და მიღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს პრეპარატის ღამით, ძილის წინ მიღება იძლევა.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად _ პერიფერიული სისხლის სურათის შეცვლა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარტის ცალკეული კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. 15 წლამდე ბავშვები. სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუნთოვანი გლაუკომის, ღვიძლის ან თირკმლების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის, ბრონქული ასთმა), შარდვის გაძნელება, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფერმენტი გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არასასურველია მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი იზრდება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორების ერთდროული დანიშვნისას.

ჭარბი დოზირება
მონაცემები არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის ხანგრძლივობაა არა უმეტეს 3 დღისა. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობისას, 3 დღის განმავლობაში შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურის, ასევე ახალი სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა სასწრაფოდ მიმართოდ ექიმს.

გაფრთხილებები
ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატების გამოყენებით.
პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლისა და ცნს-ზე დამრთგუნველად მოქმედი საშუალებების მიღება.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი
რეცეპტით

მწარმოებელი და მისამართი.
შპს “ბრიტანულ-ქართული საწარმო ევრომედიკალი”
საქართველო 3300, მცხეთა, ნატახტარი
www.euromedical.ge
წარმოებულია.
შპს “უნიმედგრუპკორპ”-ისთვის.