ვიტამინი B6

სამკურნალო საშუალების დასახელება
ვიტამინი B6 (Vitamin B6)

გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება
პირიდოქსინი

სამკურნალო ფორმა
საინიექციო ხსნარი

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს:
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს _ 50 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: საინიექციო წყალი.

ათქ-კოდი
A11HA02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ვიტამინები. პირიდოქსინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ვიტამინი B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. იგი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფოსფორილირებული ფორმით პირიდოქსინი მრავალი ფერმენტის კოფერმენტს წარმოადგენს, რომლებიც მოქმედებს ამინომჟავების არაჟანგვით ცვლაზე (მათ შორის, დეკარბოქსილირება, გადაამინირება). პირიდოქსინი მონაწილეობს ტრიფტოფანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინისა და სხვა ამინომჟავების მეტაბოლიზმში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰისტამინის ცვლაში. პირიდოქსინი ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას.

ფარმაკოკინეტიკა. პირიდოქსინი ღვიძლში მეტაბოლიზდება ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი) წარმოქმნით. იგი ძირითადად კუნთებში, ღვიძლსა და ცნს-ში ნაწილდება; გადის პლაცენტაში და გადადის დედის რძეში. პრეპარატი გამოიყოფა თირკმლებით (ვენაში შეყვანისას 2% გამოიყოფა ნაღვლით)
ჩვენებები
B6 ვიტამინის ავიტამინოზი და ჰიპოვიტამინოზი; ორსულთა ტოქსიკოზი; ანემიები (განსაკუთრებით სიდერობლასტური ანემია), ლეიკოპენიები; ნერვული სისტემის დაავადებები (პარკინსონიზმი, მცირე ქორეა, ლიტლის დაავადება, რადიკულიტები, ნევრიტები, ნევრალგიები); ინვოლუციური ასაკის დეპრესიები; მენიერის დაავადება; კინეტოზები (ზღვის დაავადება); მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი; სებორეას მსგავსი და არასებორეული დერმატიტი, სარტყლისებური ლიქენი, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი, ექსუდაციური დიათეზი; ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი.
პირიდოქსინი გამოიყენება იზონიაზიდისა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების გამოყენებისას განვითარებული ტოქსიკური მოვლენების (განსაკუთრებით პოლინევრიტების დროს) შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კუნთში, ვენაში ან კანქვეშ, როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია.
მოზრდილები.
В6 ვიტამინის ჰიპოვიტამინოზი: ინიშნება სადღეღამისო დოზა 50_100 მგ, რომელიც 1_2 მიღებაზე იყოფა. მკურნალობის კურსია 3_4 კვირა.
სიდერობლასტური ანემია: 100 მგ კუნთში, 2-ჯერ კვირაში. ერთდროულად რეკომენდებულია ფოლის მჟავას, ციანოკობალამინის, რიბოფლავინის მიღება.
პარკინსონიზმი: კუნთში, 100 მგ დღეში. მკურნალობის კურსი – 20–25 დღე. 2_3 თვის შემდეგ მკურნალობის კურსს იმეორებენ. მკურნალობის სხვა სქემის მიხედვით პრეპარატი ინიშნება კუნთში საწყისო სადღეღამისო დოზით 50–100 მგ, შემდეგ ყოველდღიურად დოზას ზრდიან 50 მგ-ით და მიჰყავთ 300–400 მგ-მდე, ერთჯერადი ინიექციის სახით. მკურნალობის კურსია 12_15 დღე.
ინვოლუციური ასაკის დეპრესიების დროს ინიშნება კუნთში 200 მგ დღეში. მკურნალობის კურსია 20_25 ინიექცია.
იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ინიშნება 5_10 მგ დღეში იზონიაზიდით მკურნალობის მთლიანი კურსის განმავლობაში.
პირიდოქსინზე დამოკიდებული კრუნჩხვის სინდრომის დროს ვენაში ან კუნთში შეჰყავთ 50_500 მგ დღეში. ვენაში პრეპარატის შეყვანის სიჩქარეა 50 მგ/წთ. მკურნალობის კურსია 3_4 კვირა.

ბავშვები.
В6 ვიტამინის ჰიპოვიტამინოზი: ინიშნება სადღეღამისო დოზა 1_2 მგ/კგ სხეულის მასაზე. მკურნალობის კურსი _ 2 კვირა.
პირიდოქსინზე დამოკიდებული კრუნჩხვის სინდრომის დროს ვენაში ან კუნთში შეჰყავთ 50_100 მგ დღეში. ვენაში პრეპარატის შეყვანის სიჩქარეა 50 მგ/წთ.

გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში: ალერგიული რეაქციები, მარილმჟავას ჰიპერსეკრეცია.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პირიდოქსინის მიმართ.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება; ცილების, ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლის დარღვევა.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში შესაძლებელია პირიდოქსინის გამოყენება ჩვენებების მიხედვით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში პირიდოქსინის კონცენტრაციის გაზრდა.
ერთდროული გამოყენებისას პირიდოქსინი აძლიერებს დიურეზული საშუალებების მოქმედებას.
ლევოდოპასა და პირიდოქსინის ერთდროული გამოყენებისას მცირდება ან სრულად ითრგუნება ლევოდოპას ეფექტი.
იზონიკოტინჰიდრაზიდთან, პენიცილამინთან, ციკლოსერინთან ერთდროულლი გამოყენებისას შესაძლებელია პირიდოქსინის ეფექტურობის შემცირება.
ფენიტოინთან, ფენობარბიტალთან ერთდროული გამოყენებისას სისხლის პლაზმაში შესაძლებელია ფენიტოინისა და ფენობარბიტალის კონცენტრაციების შემცირება.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გულის იშემიური დაავადების დროს.
ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს პირიდოქსინის მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ფუნქციის გაუარესება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და რთულ მექანიზმებთან მუშაობის დროს ნერვული სისტემის მხრიდან გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის გამო.

შეფუთვა
5% საინიექციო ხსნარი, 1 მლ ამპულაში. 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (გაიცემა ექიმის დანიშნულებით).

მწარმოებელი და მისამართი.
შპს “ბიოპოლუსი”
საქართველო ბათუმი ნონეშვილის 65

www.biopolus.com
წარმოებულია.
“უნიმედგრუპკორპ”-ისთვის